ჭიდან ჭამდე მიმავალი ხაზი ის ადგილია, სადაც პრობლემა ყველაზე ხშირად გროვდება — და ყველაზე იშვიათად წმენდენ. ვწმენდთ მაღალი წნევით, მთელ სიგრძეზე.
ბინის შიდა ხაზი ხშირად წესრიგშია, პრობლემა კი ეზოში, ჭებს შორის მონაკვეთშია. იქ გროვდება ქვიშა, ფოთოლი, სამშენებლო ნარჩენი და ცხიმი — განსაკუთრებით მაშინ, თუ ხაზი წლების განმავლობაში საერთოდ არ გაუწმენდიათ.
როცა ეს მონაკვეთი ივსება, სახლში ან კორპუსში ერთდროულად რამდენიმე ბინაში ჩნდება პრობლემა — წყალი უკან ბრუნდება პირველ სართულებზე. ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია იმისა, რომ „მთელ სადარბაზოს დაუდგა“.
კერძო სახლში, სადაც ცენტრალურ ქსელზე არ ხართ მიერთებული, სეპტიკის და მისკენ მიმავალი ხაზის მდგომარეობა პირდაპირ განსაზღვრავს, გექნებათ თუ არა პრობლემა. საგურამოში, მცხეთაში და თბილისის კერძო სექტორში ეს ყველაზე ხშირი გამოძახებაა.
რეკომენდაცია: კერძო სახლის ხაზი წელიწადში ერთხელ პრევენციულად გამორეცხეთ. ეს ბევრად იაფია, ვიდრე ავარიული გამოძახება მაშინ, როცა ეზოში წყალი ამოვა.
კორპუსის საერთო ქსელს ერთი მფლობელი არ ჰყავს, ამიტომ მას წლობით არავინ წმენდს — სანამ არ გატყდება. ამხანაგობებს ვთავაზობთ საერთო ქსელის პრევენციულ გამორეცხვას წელიწადში ერთხელ, ფიქსირებულ ფასად. იხილეთ პირობები.
კერძო სახლის ხაზი — წელიწადში ერთხელ. მრავალბინიანი კორპუსის საერთო ქსელი — წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, დამოკიდებულია ბინების რაოდენობაზე. რესტორნის ცხიმის ხაზი — გაცილებით ხშირად.
ჩვენი ძირითადი სერვისი მილების და ხაზის გაწმენდაა მაღალი წნევით. ამოტუმბვის საჭიროების შემთხვევაში დაგვირეკეთ — შევაფასებთ სიტუაციას და გეტყვით, რა შეგვიძლია ადგილზე და რა საჭიროებს დამატებით ტექნიკას.
უმეტეს შემთხვევაში არა. ვმუშაობთ არსებული ჭებიდან და რევიზიის ხვრელებიდან. გათხრა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ მილი ფიზიკურად დაზიანებულია — და ამას კამერით წინასწარ ვადგენთ, რომ ზუსტად ის ადგილი გაითხაროს და არა მთელი ეზო.
თბილისში 30 წუთში ვართ. მისვლა და ადგილზე შეფასება უფასოა.