599 334 79924/7 · თბილისში 30 წუთში
თბილისში 30 წუთში · 24/7

კანალიზაციის გაწმენდა საბურთალოზე

მაღალი წნევის ჰიდროდინამიკური წმენდა, ტროსით წმენდა და ვიდეო-დიაგნოსტიკა კამერით. თბილისში გამოძახებიდან 30 წუთში ვართ ადგილზე.

თბილისში 30 წუთში ადგილზე მისვლა და შეფასება უფასოა ფასს ადგილზე გეუბნებით
30 წუთში ადგილზეთბილისში — გამოძახებიდან მაქსიმუმ 30 წუთი
24/7 გამოძახებაღამით, უქმეებზე, დღესასწაულებზე — ერთი ფასი
კამერით კონტროლიეკრანზე ხედავთ პრობლემას — და შედეგსაც
გარანტიარასაც გპირდებით, იმაზე გარანტიას ვიღებთ

რა პრობლემებია ყველაზე ხშირი საბურთალოზე

საბურთალო თბილისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბნებია და აქ სამშენებლო ბუმის კვალი პირდაპირ ჩანს საკანალიზაციო ქსელში. ახალ კორპუსებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა სამშენებლო ნარჩენებია მილში — ცემენტის ხსნარი, ქვიშა, სილიკონი, რომელიც რემონტის დროს ჩაედინა და დროთა განმავლობაში გამაგრდა.

ასეთ საცობს ტროსი ვერ იღებს — ის მას მხოლოდ ატკეპნის და პრობლემა უარესდება. საჭიროა მაღალი წნევა, რომელიც გამაგრებულ მასას ფხვნის და გამორეცხავს.

ნუცუბიძის ფერდობზე და ლისის მიმდებარედ დამატებით ფაქტორია დახრილობა — ციცაბო რელიეფზე აშენებულ კორპუსებში ხშირად არასწორადაა გაანგარიშებული მილის დაშვება, რის გამოც წყალი გარკვეულ მონაკვეთში ჩერდება და ნალექი გროვდება. ამის დადგენა მხოლოდ კამერით შეიძლება.

ვმუშაობთ ამ ზონებში: პეკინი, დელისი, ვაჟა-ფშაველა, სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნუცუბიძის ფერდობი, ლისი. თუ თქვენი მისამართი ჩამონათვალში არაა, მაინც დაგვირეკეთ — დაფარვის ზონა ამაზე ფართოა.

სერვისები

რას ვაკეთებთ საბურთალოზე

კითხვები

კანალიზაციის გაწმენდა საბურთალოზე — კითხვები

საბურთალო — რამდენ ხანში მოხვალთ?

თბილისში გამოძახებიდან მაქსიმუმ 30 წუთში ვართ ადგილზე, დღის ნებისმიერ დროს.

ახალ ბინაში რემონტის შემდეგ ჩამონადენი ნელია. ეს ნორმალურია?

არა, ეს არ არის ნორმალური და დროთა განმავლობაში უარესდება. თითქმის ყოველთვის მიზეზი რემონტისას ჩადენილი ცემენტის ან ხსნარის ნარჩენებია, რომელიც მილში გამაგრდა. რაც უფრო ადრე გაიწმინდება, მით უკეთესი — გამაგრებული ხსნარი დროთა განმავლობაში უფრო რთულად საშლელი ხდება.

საბურთალოზე ფასი განსხვავებულია?

არა. თბილისის ყველა უბანში ერთი და იგივე ფასია: ტროსით 150 ₾, ჭავლით 300 ₾-დან 10 მეტრამდე, კამერა 200 ₾. ღამის და უქმე დღის დანამატი არ არსებობს.

გამოძახება ფასიანია?

არა. მისვლა და ადგილზე შეფასება უფასოა. ფასს სამუშაოს დაწყებამდე გეუბნებით და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ ვიწყებთ. კამერით დიაგნოსტიკა ცალკე სერვისია — 200 ₾.

სხვა ზონები

ასევე ვმუშაობთ

მოგვყევით სოციალურ ქსელებში

რეალური სამუშაოები — before/after კადრები და კამერის ჩანაწერები მილიდან.

TikTok Instagram Facebook

კანალიზაცია გაიჭედა საბურთალოზე?

მისვლა და ადგილზე შეფასება უფასოა. ფასს სამუშაოს დაწყებამდე გეტყვით.

დარეკვა WhatsApp