599 334 79924/7 · თბილისში 30 წუთში
თბილისში 30 წუთში · 24/7

მილის ვიდეო-დიაგნოსტიკა კამერით

სპეციალურ კამერას მილში ვატარებთ და ეკრანზე რეალურ დროში ვხედავთ, რა ხდება შიგნით. აღარ არის საჭირო კედლის ან იატაკის ბრმად შემტვრევა.

თბილისში 30 წუთში ადგილზე მისვლა და შეფასება უფასოა ფასს ადგილზე გეუბნებით
30 წუთში ადგილზეთბილისში — გამოძახებიდან მაქსიმუმ 30 წუთი
24/7 გამოძახებაღამით, უქმეებზე, დღესასწაულებზე — ერთი ფასი
კამერით კონტროლიეკრანზე ხედავთ პრობლემას — და შედეგსაც
გარანტიარასაც გპირდებით, იმაზე გარანტიას ვიღებთ

რას აჩვენებს კამერა

როდის ღირს კამერის გატარება

როცა გაჭედვა მეორდება. თუ წელიწადში სამჯერ იძახებთ ხელოსანს, პრობლემა საცობი არაა — რაღაც სტრუქტურული მიზეზია. კამერა ერთხელ ჩვენებს და აღარ იხდით ყოველ სამ თვეში.

ბინის ან სახლის ყიდვამდე. საკანალიზაციო ქსელის მდგომარეობა ვერ ჩანს თვალით. კამერით შემოწმება ბევრად იაფია, ვიდრე შეძენის შემდეგ აღმოჩენილი პრობლემა.

რემონტამდე. სანამ იატაკს დააგებთ ან კედელს შეალესავთ, ჯობია იცოდეთ, რა მდგომარეობაშია მილები.

დავის დროს. თუ მეზობელთან ან მშენებელთან გაქვთ უთანხმოება, ვიდეო-ჩანაწერი მტკიცებულებაა.

ჩანაწერი რჩება თქვენთან

დათვალიერების შემდეგ გაჩვენებთ, რა ვნახეთ, და ავუხსნით რას ნიშნავს. საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერს გადმოგცემთ — გამოგადგებათ ამხანაგობასთან, მშენებელთან ან დაზღვევასთან საუბრისას.

კითხვები

ვიდეო-დიაგნოსტიკა — კითხვები

რა დიამეტრის მილში შედის კამერა?

ვმუშაობთ როგორც ბინის შიდა ხაზებზე, ისე ცენტრალურ და ეზოს ქსელებზე. ძალიან ვიწრო ხაზებზე (მაგალითად, ნიჟარის სიფონი) კამერა არ არის საჭირო — იქ პრობლემა თვალითაც ჩანს.

კამერა ცალკე უნდა შევუკვეთო?

შეგიძლიათ ცალკეც — 200 ₾. მაგრამ თუ ჭავლით წმენდას უკვეთავთ, კამერას ფასდაკლებით ან, ხშირად, გაწმენდის კონტროლისთვის უფასოდ ვატარებთ. დაგვირეკეთ და შევთანხმდებით.

კედლის შემტვრევა დამჭირდება?

როგორც წესი, არა — სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ტარდება კამერა. კამერა შედის რევიზიის ხვრელიდან, ჭიდან ან სანტექნიკური მოწყობილობის ადგილიდან.

სხვა სერვისები

ასევე ვაკეთებთ

დაფარვის ზონა

სად ვმუშაობთ

მოგვყევით სოციალურ ქსელებში

რეალური სამუშაოები — before/after კადრები და კამერის ჩანაწერები მილიდან.

TikTok Instagram Facebook

დაგვირეკეთ ახლა — 24 საათი ვმუშაობთ

თბილისში 30 წუთში ვართ. მისვლა და ადგილზე შეფასება უფასოა.

დარეკვა WhatsApp